ოლიმპიური ჩემპიონის კუნთების მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია. მისი მკლავის კუნთების გარშემოწერილობა 50 სანტიმეტრს აჭარბებს, ბარძაყის კუნთები კი 80+ სანტიმეტრია.
ლაშა ტალახაძე 2010 წლიდან მონაწილეობს მსოფლიო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებებში, სადაც მან უამრავ წარმატებას მიაღწია.
ხუთჯერ მოიპოვა პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატებზე, გახდა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი და ახლა უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. დღეისათვის ლაშა არის ყველა დროის ყველაზე ძლიერი ადამიანი პლანეტაზე.