მადრიდში იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი დააკავეს – ვიდეო

მადრიდში დააკავეს იტალიელი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის ლიდერია.
Sputnik
იტალიელმა კარაბინერებმა 60 წლის დომენიკო პავილიანიტი დააკავეს, რომელიც კალაბრიაში ბაზირებული ნდრანგეტას სინდიკატის ლიდერია.
პავილიანიტი ესპანეთის პოლიციის თანამშრომლებმა და იტალიელმა კარაბინერებმა ერთობლივი ოპერაციის დროს დააკავეს. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ყალბი პორტუგალიური საბუთები, ექვსი მობილური ტელეფონი და 6 ათასი ევრო ნაღდი ფულით.
იანვარში პავილიანიტის დაუსწრებლად მიესაჯა 11 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა დანაშაულებისთვის, მათ შორის მკვლელობისა და ნარკოდანაშაულისთვის.
მანამდე დომენიკო პავილიანიტი სამუდამო სასჯელს იხდიდა იტალიის ციხეში, რომელიც შემდეგ 30 წლამდე შეუმცირეს. მას ბრალად ედებოდა მკვლელობების სერია და ადამიანებით ვაჭრობა 1980-იანი წლებიდან. თუმცა 2019 წლის ოქტომბერში ის გაათავისუფლეს სასჯელის შეკრების დროს დაშვებული შეცდომების საფუძველზე.