ორდღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მტკვარში სამძებრო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყეს. სამძებრო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.
მტკვარში მამაკაცს ეძებენ>>
მამაკაცს მდინარეში 2 აგვისტოდან ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, გალაკტიონის ხიდიდან გადახტა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი და სამი მყვინთავი, ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.