პირველი კადრები „გვირგვინის“ მეხუთე სეზონიდან: დედოფლის როლში – იმელდა სტონტონი

მეხუთე სეზონში მონარქის როლს 65 წლის მსახიობი იმელდა სტონტონი განასახიერებს. ეს უკანასკნელი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტია.
Sputnik
ინტერნეტში სერიალ „გვირგვინის“ მეხუთე სეზონის პირველი კადრები გამოჩნდა. მთავარი ინტრიგა აქ დედოფალ ელისაბედის როლის შემსრულებელია. მეხუთე სეზონში მონარქის როლს 65 წლის მსახიობი იმელდა სტონტონი განასახიერებს.
ეს უკანასკნელი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტია ფილმიდან „ვერა დრეიკი“. მსახიობი ცნობილი გახდა დოლორეს ამბრიჯის როლით „ჰარი პოტერიდან“.
სერიალ „გვირგვინის“ მეხუთე სეზონი 90-იანი წლების სამეფო ოჯახის ისტორიას გვიყვება. ცნობილია, რომ ახალ სეზონში პრინცი ფილიპის როლს ლესლი მენვილი შეასრულებს, პრინცესა დიანას როლს – ელისაბეტ დებიკი, დომინიკ უესტს კი მაყურებელი პრინცი ჩარლზის როლში იხილავს.