თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამუშავების შემდეგ ევროკავშირს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის სურვილი გაუნელდება და მოსკოვი „შეძლებს დასაჯოს“ კიევი, წერს ამერიკელი მიმომხილველი ჯონ რიული ჟურნალ National Interest-ში.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, რუსული გაზის ტრანზიტის შესაძლო შემცირების გამო კიევს აქვს არა მარტო ეკონომიკური დანაკარგების რისკი, არამედ ენერგიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროზე წვდომის დაკარგვისაც.
ამასთან რიული წერს, რომ უკრაინა ვერ იქნება ფართო საერთაშორისო აღშფოთების იმედად, მისთვის ახალი მდგომარეობიდან გამომდინარე.
„ვინაიდან რუსეთი მალე შეძლებს უკრაინის დასჯას გაზის ტრანზიტის შეზღუდვით ისე, რომ ამით თავისი დასავლეთ ევროპელი კლიენტების ინტერესებს არ დააზარალებს, ევროკავშირს შუამავლობის სურვილი შემოაკლდება“, — ციტირებს რიულის სააგენტო РИА Новости.
რადიო Sputnik-ის ეთერში პოლიტოლოგმა იური სვეტოვმა კომენტარი გააკეთა ამ მოსაზრებაზე.
„ვფიქრობ, აქ სიმართლისა და სიცრუის აღრევაა. სიცრუე იმ მცდელობებშია, დაამტკიცონ, რომ რუსეთისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტია და არა ეკონომიკური პროექტი. ამ საფრთხობელის ლოგიკით, რუსეთი უსაშველოდ ოცნებობს, დასაჯოს უკრაინა, შური იძიოს მასზე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ტრანზიტი უკრაინის გავლით „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამუშავების შემდეგ, ოღონდ ორმხრივად სასარგებლო პირობებით“, — განაცხადა სვეტოვმა.
ამასთან, მისი თქმით, ამერიკელი მიმომხილველის სიტყვებში არის სიმართლის წილიც.
„სიმართლე ისაა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ძალიან დიდი ხანია დგას საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში, იკავებს არაპროპორციულ სივრცეს, მიუხედავად ამ პროექტის მთელი მასშტაბურობისა. ეს ეკონომიკური პროექტია, მას კი იმისთვის იყენებენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მოწამლოს. და საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინისგან დაიღალა კიდეც გამუდმებული მოთხოვნებისა და პრეტენზიების გამო ყველას მიმართ: ამერიკის, გერმანიის, ნატოს, ევროკავშირის მიმართ. აქაოდა, თქვენ ვალდებულები ხართო. მაგრამ მათ წინაშე არავინ არაა ვალდებული. თავისი ინტერესები უკრაინამ თვითონ უნდა დაიცვას. და საერტაშორისო ურთიერთობებშიც თანდათან დგება იმის გაგება, რომ უკრაინას სჭირდება რუსეთთან საუბარი, ტრანზიტზე მოლაპარაკება „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაშვების შემდეგ. ასკვნის სვეტოვი.