სროლა პენტაგონის შენობასთან - არიან დაჭრილები: პირდაპირი ტრანსლაცია

ტელეარხის ცნობით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები რამდენიმე დაჭრილის თაობაზე ავრცელებენ ინფორმაციას
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რამდენიმე ადამიანი დაშავდა სროლისას, რომელიც ცოტა ხნის წინ პენტაგონის შენობასთან მოხდა, იუწყება ტელეარხი WDVM.
მანამდე პენტაგონის დაცვის სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობა აშშ-ის თავდაცვის სამინსიტროს სატრანზიტო ცენტრში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბლოკა.
არლინგტონის სახანძრო სამსახურის Twitter-ზე გავრცელებული ცნობით, ქვედანაყოფი რეაგირებს ძალის გამოყენებით „აქტიური ინციდენტის“ შესახებ ინფორმაციაზე პენტაგონის შენობის მახლობლად.
ტელეარხის ცნობით, ოფიციალური პირები რამდენიმე დაჭრილის თაობაზე იტყობინებიან.