მეგან მარკლი 40 წლის აღსანიშნავად ემზადება – წვეულების დეტალები

მეგან მარკლმა უკვე დაიქირავა წვეულების დამგეგმავი, ის ლამაზ ფურშეტს გეგმავს თავისი 14 მილიონიანი სასახლის ბაღში.
Sputnik
4 აგვისტოს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი 40 წლის ხდება და, როგორც ცნობილი გახდა, წვეულების მოწყობას გეგმავს მისი უახლოესი 65 მეგობრისთვის. იტყობინება Mirror-ი.
ყვითელი ამბები
მეგან მარკლის ბიოგრაფიაში შეუსაბამობები იპოვეს
იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიღება უზადო იყოს, მეგანმა უკვე დაიქირავა წვეულების ორგანიზატორი კოლინ კოუი, რომელიც ცნობილია ოპრა უინფრის მამულში მიღებების ორგანიზებით.
კოლინ კოუის წვეულებები მოწყობილი აქვს ჯენიფერ ენისტონის, ტომ კრუზისა და კარდაშიანების ოჯახის წევრებისთვის. მეგან მარკლს დაგეგმილი აქვს მიღება, სადაც 65 ადამიანი იქნება მოწვეული. ჯერჯერობით ცნობილია, რომ სტუმრებს შორის იქნება ოპრა უინფრი. დანარჩენი სია უცნობია, მაგრამ აღნიშნულია, რომ წვეულებაში მხოლოდ „უახლოესი მეგობრები და ოჯახი“ მიიღებენ მონაწილეობას.
36 წლის პრინცმა ჰარიმ უკვე შეუკვეთა ტორტი ცოლისთვის ადგილობრივ საცხობ Posies & Sugar-ში, რომელიც ცნობილია თავისი ლაკონური სტილით და ახალი ყვავილებით, როგორც დეკორაცია. ამ საცხობში სამსართულიანი ტორტის ღირებულება დაახლოებით 300 დოლარია.
წვეულება ჩატარდება შეზღუდვებით კორონავირუსული პანდემიის გამო, თუმცა კალიფორნიაში შეზღუდვები შემსუბუქებულია.