კახეთში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

არასრულწლოვანი ბოლოს 2 აგვისტოს ნახეს, რის შემდეგაც გაუჩინარდა. სად შეიძლება წასულიყო მოზარდი, ოჯახს ვერსიები არ აქვს.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა 14 წლის მოზარდს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ თამარიანის მკვიდრი გუჯა ბეჟუაშვილი სახლიდან გუშინ, დილით გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
მოზარდის ნათესავების ინფორმაციით, ბიჭი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობა.