თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებამდე სამი თვით ადრე ჩატარდა, ქართველი პოლიტიკოსების მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება.
გამოკითხის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი პოლიტიკური პარტიების რეიტინგი იყო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა IRI-ის მიერ თებერვალში ჩატარებული კვლევის შემდეგ.
35%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გიორგი გახარია — საქართველოსთვის
ლეიბორისტული პარტია
გირჩი — მეტი თავისუფლება
სტრატეგია აღმაშენებელი
3%
ლელო საქართველოსთვის
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მოქალაქეები
ერი — ლევან ვასაძე
ევროპული საქართველო
ახალი გამოკითხვის თანახმად, მიუხედავად შენარჩუნებული პირველი პოზიციისა, მომხრეებს კარგავენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ ივნისში ჩამოყალიბებულმა პარტიამ კი ერთ თვეზე ნაკლებში მიიღო დიდი მხარდაჭერა და, შეავიწროვა რა ოპოზიციური სპექტრი, მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
რას ფიქრობენ პარტიები
„ქართული ოცნება“ არ ენდობა გამოკითხვის შედეგებს.
ამასთან ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი კვლევა კენჭისყრის დღე იქნება.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, პარტია გამოკითხვის შედეგებს ენდობა.
გიორგი გახარიას პარტიაში გამოკითხვის შედეგებს მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
ექსპერტის მოსაზრება
როგორც პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, კვლევა რეალურ სურათს ასახავს, კერძოდ კი იმას, რომ მოსახლეობა დაიღალა „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირებით.
„გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება, მას არ მოსწონს არც „ქართული ოცნება“, არც „ნაცმოძრაობა“ და გახარია მიმზიდველ ალტერნატივად იქცა.ამომრჩევლებს გახარია მოსწონთ, ვინაიდან ის არ შედის პირდაპირ ბრძოლაში და არ მონაწილეობს გამუდმებულ ლანძღვაში, რაც ახლა მიმდინარეობს პარტიებს შორის. და მათ ფონზე რესპექტაბელურად გამოიყურება“, — მიაჩნია ხუხაშვილს.
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული. ქვეყნის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატებსა და მერებს აირჩევს.