ჩცდ-ის „ჩიკას“ რძალი პოპულარულ მსახიობზეა შეყვარებული – წყვილის რომანტიკული ფოტოები

იცოდით, რომ პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი „ჩიკას“ რძალი ქრისტინე ქალთევზაშვილი რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულია? ნახეთ პოპულარული მსახიობების რომანტიკული ფოტოები.
Sputnik
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი ქრის­ტი­ნე ქალ­თევ­ზაშ­ვი­ლი მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნის შვი­ლია, მის როლს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. ანა პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სამჯერ იყო სე­რი­ა­ლის კას­ტინგზე, მაგ­რამ როლი ვერც ერთხელ ვერ მო­არ­გეს.
თუმცა, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბე­ბის შემ­დეგ ანას, რო­გორც იქნა, როლი და­უმ­ტკი­ცეს. მსა­ხი­ო­ბი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟია, ის სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ქრის­ტი­ნე­სა და სა­ნის მი­მართ. ანას შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც მსა­ხი­ო­ბია და ისი­ნი ამე­რი­კა­ში ერ­თად წას­ვლას გეგ­მა­ვენ. ჯავახიშვილის რჩეული მსახიობი ლუკა თარხან-მოურავია. როგორც სხვადასხვა ინტერვიუებში ამბობს, მათი სიყვარული თეატრალურ უნივერსიტეტში მეგობრობით დაიწყო და უკვე ოთხ წელზე მეტს ითვლის.
მსახიობი ლუკა თარხან-მოურავი ქართველმა მაყურებელმა სერიალ „ქერჩიდან“ გაიცნო. შემდეგ იყო „ჰეროკრატია“ და უამრავი პატარ-პატარა პროექტი, რამაც ლუკას დიდი პოპულარობა მოუტანა.
მისი პოპულარობა ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა. ლუკას დებიუტი შედგა კინოკომპანია Warner Brothers-ის პროექტში The Search, რომელიც ფრანგმა რეჟისორმა მიშელ ჰაზანავიჩუსმა საქართველოში გადაიღო. ასევე მონაწილება აქვს მიღებული ორ რუსულ სერიალში. ახლო მომავალში აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს, თუმცა საქართველოდან სამუდამოდ წასვლას არ ფიქრობს. ამბობს, რომ სამშობლოშიც ბევრი გეგმა აქვს.