საშინელი ხანძრები თურქეთში: ცხოველთა სამყარო საფრთხის ქვეშაა

თურქეთში ერთ კვირაზე მეტია ტყის ხანძრები მძვინვარებს. ცეცხლი მოედო 40-ზე მეტ დასახლებულ და საკურორტო ტერიტორიას, მათ შორის – ანტალიას, მარმარისს, ანკარას, ბოდრუმს.
Sputnik
ხანძრის გამო დაიწყო ევაკუაცია სხვადასხვა ქალაქებსა და კურორტებზე. სასტუმროებიდან გამოჰყავთ ტურისტები და პერსონალი. ხანძრების შედეგად დაზარალდა 200-მდე ადამიანი, ხოლო დაღუპულია მინიმუმ ოთხი.
ტყის ხანძრები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ცხოველებს. ტყეების მიმდებარე ტერიტორიებსა და ქალაქებში პოულობენ დამწვარ ცხოველებს, რომლებმაც სტიქიისათვის თავის დაღწევა ვერ მოახერხეს.
1 / 10
ქალი საკუთარ საქონელთა ერთად ტყის ხანძრის დროს
2 / 10
მოხალისეები ხანძრისგან დაშავებულ კატას მკურნალობენ
3 / 10
გოგონა სიცხისგან დაღუპული ცხოველის ცხედრის მახლობლად
4 / 10
მამაკაცები საქონელს უსაფრთხო ადგილისკენ ერეკებიან ხანძრის დროს
5 / 10
დამწვარი კუს ნეშტი
6 / 10
ცეცხლში მოყოლილი ფრინველები
7 / 10
ახალგაზრდა მამაკაცს ხანძრის დროს ძაღლი გამოყავს საშიში ზონიდან
8 / 10
ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი ცხოველი
9 / 10
მამაკაცი წყალს ასმევს მამალს
10 / 10
ძროხა დახმარების მოლოდინში ტყის ხანძრის დროს