ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადმოიტანეს, 23 ივლისს გაიხსნა. შეჯიბრებებში 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, სპორტის 41 სახეობაში თამაშდება მედლების 339 კომპლექტი.
თამაშების დახურვის ცერემონია
თამაშების დახურვის ცერემონია ტოკიოში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება ეროვნულ ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც 2019 წელს აშენდა „ოლიმპიადა–1964“-ის ადგილზე.
Церемония открытия XXXII летних Олимпийских игр в Токио
© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
/ ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია სპორტსმენების აღლუმით დაიწყება, რომელზეც თავისი ქვეყნის ნაკრებს დროშით გუნდის ერთ-ერთი წევრი გამოუძღვება. შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, მადლობას გადაუხდის ორგანიზატორებს და ოლიმპიურ თამაშებს დახურულად გამოაცხადებს.
ამ დროს ფლაგშტოკებზე სამი სახელმწიფოს დროშა აღიმართება: საბერძნეთის, ამჟამინდელი ოლიმპიადის ორგანიზატორი ქვეყნის (იაპონიის) და იმ ქვეყნის, სადაც მომავალი ოლიმპიადა ჩატარდება (საფრანგეთის).
შემდეგ დაეშვება ოლიმპიური დროშა და მას დახვეული სახით საზეიმოდ გაატარებენ ცენტრალურ ტრიბუნასთან. თასში ჩააქრობენ ოლიმპიურ ცეცხლს, ისმის საარტილერიო სალუტი და მღერის გუნდი. არენაზე იწყება ზეიმი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადის დახურვას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოში ოლიმპიადის დახურვის (ისევე, როგორც გახსნის) ცერემონია ახალ ფორმატში ტარდება. კერძოდ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, წინა ოლიმპიადებისგან განსხვავებით, უარი თქვან მდიდრულ შოუზე.
ამას გარდა, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, გახსნის ცერემონიის მსგავსად, პრაქტიკულად ცარიელი ტრიბუნები იქნება. ტრიბუნებზე იქნებიან მხოლოდ საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური პირები – დაახლოებით 1 ათასი ადამიანი.
მიუხედავად ამისა, ოლიმპიადის დახურვის ცერემონია სპორტსმენებისა და მაყურებლისთვის დიდი ზეიმი იქნება.