„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურდიანის, მეტრეველის, მაიაკოვსკის და იამანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, აბაშიძი და შოშიტაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ლეჟავას, პატარიძის, პილსუდსკის და ვაზის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IVბ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.