„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

მმართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე 20 ივლისს დაასახელა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დედაქალაქის მოქმედმა მერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. 
ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი ადგილობრივ არჩევნებზე – გამოკითხვის შედეგები
„სიამაყით წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც გასული ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციიდან ჩემთან ერთად წერდნენ სიცოცხლით სავსე ქალაქის ისტორიას“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის რაიონები და კანდიდატები:
ვაკის რაიონი – გიორგი ტყემალაძე
მთაწმინდის რაიონი – ზურაბ აბაშიძე
სამგორის რაიონი – რევაზ სოხაძე
ისნის რაიონი – კახა ლაბუჩიძე
კრწანისის რაიონი – ლევან ჯაფარიძე
ნაძალადევის რაიონი – ირაკლი ხელაძე
გლდანის რაიონი – კონსტანტინე ზარნაძე
დიდუბის რაიონი – გივი ჩხარტიშვილი
საბურთალოს რაიონი – ავთანდილ ცინცაძე 
ჩუღურეთის რაიონი – ზურაბ ჩიკვილაძე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.