ჩხოროწყუში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა – არის მსხვერპლი

შემთხვევა სოფელ ჭოღაში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ავტომობილში მყოფი სამი პირიდან ერთი გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჭოღაში მდინარე ოჩხამურის ხიდიდან მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.