აბაშაში თხილის საკრეფად წასულ 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის მობილური ტელეფონი, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად წასულ 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ორი დღეა ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საგარეჯოში გაუჩინარებულ მწყემსს ეძებენ
გავრცელებული ინფორმაციით, ახმედ ბუსკანძე ორი დღის წინ სოფელ ტყირში მეზობლებთან ერთად თხილის საკრეფად წავიდა, თუმცა მუშაობის პროცესში ჯგუფს გამოეყო და მას შემდეგ აღარ უნახავთ. 
აბაშის პოლიციის განყოფილებაში დაკარგული მამაკაცის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს კითხვები დაკარგულის თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან ჰქონდათ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.