ეკატერინე გორგოძე პოლონეთის ტურნირის გამარჯვებულია

ფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დაახლოებით ორსაათნახევარს გაგრძელდა, ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ქლოი პაკე დაამარცხა
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ პოლონეთის ქალაქ გროჯისკ მაზოვიეცკიში გამართული ტურნირი გამარჯვებით დაასრულა.
ეკატერინე გორგოძემ პოლონეთის ტურნირზე მორიგი მატჩი მოიგო
გორგოძე (რეიტინგში 185–ე) ფინალში ფრანგ ქლოი პაკეს (249) დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6, 0:6, 6:4 მოუგო.
თამაში 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.
მანამდე, ნახევარფინალში გორგოძე ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა – 4:6; 7:5; 6:4.
ამ გამარჯვების შედეგად 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 21 პოზიციით დაწინაურდება.