ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი: სამეგრელოს ღირსშესანიშნაობა - ფოტო

ზუგდიდში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღი დადიანების სასახლის ტერიტორიაზე გაშენდა. როგორ გამოიყურება ბაღი - Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ
Sputnik
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა დღევანდელი სახე თავად დავით დადიანის დროს - XIX საუკუნეში მიიღო. ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მდებარეობს სუბტროპიკული მცენარეების შესწავლის თვალსაზრისით.
ტერიტორიაზე, რომელიც 26 ჰექტარზეა გადაჭიმული, იზრდება ასობით სახეობის ხე და ბუჩქი, მათ შორის ეგზოტიკური სახეობები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ჯამში ბაღში შეგიძლიათ იხილოთ 500-ზე მეტი სახეობის მცენარე, მათგან დაახლოებით 80 ეგზოტიკურია.
ბაღის კოლექციაში შედის ბევრი ადგილობრივი და ჩამოტანილი ექსპონატი. აქ ძირითადად იზრდება სეკვოიები, მაგნოლიები, ჭადრები, ასევე წყალმცენარეები და გვალვაგამძლე სახეობები.
1 / 11
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღ 26 ჰექტარზეა გაშენებული
2 / 11
აქ იზრდება იშვიათი ჯიშის ხეები და ბუჩქები. ბაღში შეხვდებით სეკვოიებს, მაგნოლიებსა და ჭადრებს
3 / 11
ბაღი კეთილმოწყობილია, აქ ყოფნა კი - ყველასთვის სასიამოვნოა
4 / 11
თუმცა XX საუკუნის 70-იან წლებამდე ბაღი მიტოვებული იყო, აქ განთავსებული იყო კულტურისა და დასვენების პარკი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა
5 / 11
მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა, მისი ძირითადი ფუნქცია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გახდა
6 / 11
მას შემდეგ დაირგო 300-ზე მეტი სახეობის ახალი მცენარე
7 / 11
საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში აქტიურად შეუდგა ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციასა და განვითარებას. 2018 წლიდან ბაღში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა
8 / 11
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა ინტროდუქციისათვის, კვლევებისათვისა და სუბტროპიკული მცენარეების აკლიმატიზაციისათვის, როგორც ადგილმდებარეობით, ასევე კლიმატის თვალსაზრისით
9 / 11
ბაღში სტუმრობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მისი ბილიკების ჯამური მანძილი რვა კილომეტრს აღემატება
10 / 11
ბაღში დამონტაჟებულია თანამედროვე განათებები და სკამები
11 / 11
ხელოვნურმა ტბამ და წყლის არხებმა ახალი ფორმები მიიღო - ახლა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებით ლამაზი და მყუდროა