ცეცხლის ალში გახვეული თურქეთი: სურათები უბედურების ზონიდან, სადაც ხანძარი მძვინვარებს

ტურისტული სეზონის პიკში თურქეთის საზღვაო კურორტები ცეცხლმა მოიცვა. იხილეთ შემზარავი სტიქიური უბედურების ამსახველი ფოტოები
Sputnik
თურქეთში ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლი გადავიდა დასახლებულ პუნქტებზე, საცხოვრებელ უბნებსა და სასტუმროებზეც. განსაკუთრებით მძიმედაა სიტუაცია ადანში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში - ოთხ-ოთხი.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრების შედეგად დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი, 27 უკვე ევაკუირებულია. უბედურების შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 200.
ხანძარი მოედო პოპულარულ კურორტებს - ბოდრუმსა და მარმარისს, სადაც ევაკუირებულია რამდენიმე სასტუმრო. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, ევაკუირებული ტურისტები სასტუმროებში დაბრუნდნენ, დაშავებულები არ არიან.
1 / 14
ხანძრის ლიკვიდაციისათვის ყველა ძალა გამოიყენება
2 / 14
საფრთხის გამო დასახლებულ პუნქტებსა და საკურორტო ზონებში დაიწყო ევაკუაცია
3 / 14
ხანძარს შეეწირა ექვსი ადამიანის სიცოცხლე, დაშავებულია დაახლოებით 200 ადამიანი
4 / 14
ხანძართან საბრძოლველად რუსეთიდან თურქეთში გაიგზავნა ხუთი სახანძრო თვითმფრინავი Ил-76 და სამი ვერტმფრენი Ми-8
5 / 14
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, კონტროლი დამყარდა ხანძრის 88 კერაზე 30 პროვინციაში
6 / 14
თუმცა ტყეებში ხანძარი კვლავ მძვინვარებს
7 / 14
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ხანძრისგან დაზარალებული რეგიონები უბედურების ზონად გამოაცხადა
8 / 14
უბედურების ზონად გამოცხადდა ადანა, ანტალია, მუგლა, მერსინი და ოსმანიე
9 / 14
ძლიერი ხანძრის გამო ცა ბოლით არის დაფარული
10 / 14
ხანძარი გზად ყველაფერს ანადგურებს
11 / 14
ფერფლად ქცეული სოფელი ხმელთაშუა ზღვის მახლობლად
12 / 14
დამწვარი სახლი მანავგათში
13 / 14
თურქეთის 12 პროვინციის ხელისუფლებამ ტყის მასივებში გადაადგილება აკრძალა აგვისტოს ბოლომდე
14 / 14
ხანძარს ებრძვიან სოფელ ქირლიშიც, რომელიც ანტალიის აღმოსავლეთით მდებარეობს