თურქეთში ტყის ხანძრებმა მარმარისამდე მიაღწია – ვიდეო

სტიქიური უბედურების ზონაში გაიგზავნა უამრავი სახანძრო ბრიგადა და ვერტმფრენები. სასტუმროებიდან დაწყებულია ტურისტებისა და პერსონალის ევაკუაცია.
Sputnik
თურქეთის ტყეებში გაჩენილი ხანძარი საკურორტო ქალაქ მარმარისშიც გავრცელდა. ცეცხლმა დიდი ტერიტორია მოიცვა, რის გამოც სასტუმროებიდან პერსონალისა და ტურისტების ევაკუაცია დაიწყო.
გუბერნატორმა მუგლი ორჰან თავლიმ განაცხადა, რომ უახლოესი პროვინციიდან გამოიგზავნა დახმარება, სახელმწიფო დაწესებულებები ხანძრის გაკონტროლებას ცდილობენ. საშიშროების ზონიდან მიმდინარეობს ევაკუაცია.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ტყის ხანძრის ქრობა აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებითაც.