თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 31 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.