საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს

მიმდინარე კვირაში ძლიერი სიცხისა და ქარის გამო თურქეთის 17 პროვინციაში 60-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მთავრობას და თურქ ხალხს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო სამძიმარს უცხადებს. 
მსოფლიო დღეს
ტყის ხანძრები თურქეთში: დაზარალდა 42 დასახლებული პუნქტი
„ჩვენი ღრმა სამძიმარი თურქეთის ხალხსა და მთავრობას თურქეთის სამხრეთ ნაწილში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ჩვენ ფიქრითა და ლოცვით თქვენთან ვართ ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმდებარე რაიონებში ტყის ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. დაღუპულია ოთხი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ექვს პროვინციაში 20 ხანძრის კერა ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად მთლიანობაში დაზიანდა 2.300 შენობა.
ტყის ხანძრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რეგიონში მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ ქარს ასახელებენ, რაც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს.