ლიზა ყენიამ უცნობი და გამოაჩინა – გოგონების მსგავსება გაგაოცებთ – ფოტოები

ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ცოტა ხნის წინ ლიზამ სოციალურ ქსელში დის ფოტო გამოაქვეყნა. ნახეთ როგორ გამოიყურება ცნობილი მომღერლის და.
Sputnik
მომღერალ ლიზა ყენიას ოთხი დედმამიშვილი ჰყავს. ცნობილი დედის მხრიდან ორი ძმა, ხოლო მამის მხრიდან ორი და. მაია ჯაბუას სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. ლიზა მაიას შვილებს შორის შუათანაა. ლიზას მამაც მეორედაა დაოჯახებული და ლიზას გარდა კიდევ ორი გოგონა ჰყავს.
ცოტა ხნის წინ ლიზამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დის, თიკუნა ყენიას ფოტო გამოაქვეყნა. დები საოცრად ჰგვანან ერთმანეთს.
ლი­ზას მა­მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, რაც მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­და­ნაც ჩანს. ლიზა მა­მა­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­უბ­რობს და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც ამ­ბობს, რომ მა­მას უფრო მეტ რა­ღა­ცას უყ­ვე­ბა, ვიდ­რე დე­დას. არჩილ ყე­ნი­ას ახლა სხვა ოჯა­ხი ჰყავს, მაგ­რამ ეს ქა­ლიშ­ვილ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხელს არ უშ­ლის.
მაია ჯა­ბუ­ას მე­ამ­ბო­ხე ქა­ლიშ­ვი­ლის ლიზა ყე­ნი­ას მა­მას მთე­ლი თბი­ლი­სი იც­ნობს და პა­ტივს სცემს. ლი­ზას მამა სა­ოც­რად მღე­რის.