„როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, მაშინ რელიგიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. არქიტექტურაზე რომ ჩავაბარე, ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ამეშენებინა ეკლესია და მე თვითონ მომეხატა. მანამდე მინდოდა სასულიერი აკადემიაში ჩაბარება, რასაც ჩემი მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. კიდევ კარგი, რომ არ ჩავაბარე სემინარიაში. ეკლესიაში სიარული 90-იან წლებში დავიწყე. სკოლის პერიოდში ვიყავი სტიქაროსანი, მგალობელი, მედავითნე, მაგრამ შემდეგ ჩემი შეხედულებები შეიცვალა“, – ამბობს გაბუნია.
გაბუნიას თქმით, მართალია, ხშირად აკრიტიკებს სასულიერო პირებს, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ის ეკლესიის გულშემატკივარია და სურს ყველა პროცესი დადებითად მიმდინარეობდეს.