სავალდებულო სამსახურში 3,7 ათას ახალწვეულს გაიწვევენ

ქართველი ახალწვეულების უმეტესობა თავდაცვის ძალებში და შსს-ში იმსახურებს, ნაწილი კი პენიტენციურ და სახელმწიფო დაცვის სამსახურებში.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე 3,7 ათას ახალგაზრდას გაიწვევენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
გაწვევა 2 აგვისტოს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება. ახალწვეულები შემდეგნაირად გადანაწილდებიან
მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.
ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.