საქართველოში უცხოელთათვის ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა: ვინ შეძლებს აცრას

უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაციას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სამ კლინიკაში შეძლებენ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, უცხოელები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებენ თბილისში, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში; ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში; ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.
ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციართა იმ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ.

როგორ უნდა დარეგისტრირდეს უცხოელი

უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობას ადასტურებს.
აღნიშნული კატეგორიების უცხოელების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ განხორციელდება.