თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ტორტის ნაჭერი, რომელიც პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის ქორწილიდანაა შემონახული და უკვე 40 წლისაა, სავარაუდოდ, აუქციონზე გაიყიდება, იუწყება ტელეარხი BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, უჩვეულო ლოტის საწყისი ფასი 500 გირვანქა სტერლინგი იქნება.
როგორც ირკვევა, ტორტის ნაჭერი დედა-დედოფლის ოჯახის წევრ მოირა სმიტს ეკუთვნის, რომელმაც მისი ესოდენ კარგ მდგომარეობაში შენახვა თუნუქის კოლოფისა და საკვების შესახვევი ფირის მეშვეობით მოახერხა.
კოლოფს გარედან მიმაგრებული ჰქონდა ეტიკეტი, რომელზეც ეწერა: „ფრთხილად შეეხეთ — პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას საქორწილო ტორტი“. იქვე ეწერა თარიღიც: 2981 წელი, 27 ივლისი.
2008 წელს მისმა ოჯახმა უჩვეულო საქორწილო სახსოვარი კოლექციონერს მიჰყიდა, რომელიც მას 11 აგვისტოს გასაყიდად გაიტანს Dominic Winter Auctioneers-ის ვაჭრობაზე.
„[ტორტის ნაჭერი] ისევ კარგ მდგომარეობაში გამოიყურება, მაგრამ მის ჭამას არ გირჩევთ“, — ამბობს აუქციონის წარმომადგენელი.
აღინიშნება, რომ ეს 23 საქორწილო ტორტიდან ერთ-ერთის მოზრდილი ნაჭერია, რომელზეც ოქროსფერ, წითელ, ლურჯ და ვერცხლისფერ ფერებში შესრულებული სამეფო გერბია გამოსახული.