ალასკაზე 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

ალასკაზე 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს დილით, თბილისი დროით 10:15 საათზე მოხდა, რასაც კიდევ ორი ძლიერი აფტერშოკი მოჰყვა
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ალასკის სანაპიროზე, სადაც მანამდე 8,1მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.
​გაფრთხილებას აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ცუნამების ცენტრი (NWS) ავრცელებს.
მანამდე აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერ მიწისძვრას  ასევე ძლიერი,  6,2  მაგნიტუდის პირველი აფტერშოკი მოჰყვა,  ხოლო მეორე აფტერშოკის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა. ამ უკანასკნელის კერა 16,5 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.