კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.796 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 413.626-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.796 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.359 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:  აჭარა - 413, იმერეთი - 263, კახეთი - 178, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 120, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108, გურია - 71, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.088 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 379.685-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.768-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 28.147 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.427 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.841, აჭარაში - 556, იმერეთში - 771.
1.053  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 16. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.811 ადამიანი, მათ შორის  966 - თბილისში, 530- აჭარაში. 20.909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 8.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება  19.283 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6.523, პირი, აჭარაში - 3.539, იმერეთში - 2.110.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.796 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 413.626-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.