ტეხასის ქიმიურ ქარხანაში ავარია მოხდა: არიან დაღუპულები და დაშავებულები – ვიდეო

ავარიის შედეგად ჰაერში 45 ათასი კილოგრამი ნაერთი გაიფრქვა, რომელიც ძმარმჟავას შეიცავს. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონის სიახლოვეს მდებარე ქიმიურ ქარხანაში ავარია მოხდა, რის შედეგადაც ჰაერში ძმარმჟავის შემცველი ნაერთი გაიფრქვა, იუწყება ტელეარხი NBC.
აღინიშნება, რომ ავარიის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები.
კომპანია LyondellBasell-ის ცნობით, რომელსაც ეკუთვნის ეს ქარხანა, ატმოსფეროში 45 ათასი კილოგრამი ნაერთი გაიფრქვა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავარიისას დაშავდა 30 და დაიღუპა ორი ადამიანი.
დაშავებულებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო გამოკვლევები. მათგან 26 თითქმის მაშინვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაჟონვის შეჩერება მალევე მოხერხდა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგს მოსახლეობისთვის არანაირი საშიშროება არ გამოუვლენია.
ამ დროისათვის სპეციალური ჯგუფი ავარიის მიზეზების დადგენაზე მუშაობს.