არქიმანდრიტი იოაკიმე კორონავირუსით გარდაიცვალა

არქიმანდრიტი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
Sputnik
 
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი 92 წლის ასაკში კორონავირუსისგან გამოწვეული  გართულებებით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
არქიმანდრიტი მკურნალობის კურსს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, იგი კლინიკაში ინფექციის მძიმე გართულებებით შეიყვანეს და მას კორონავირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.796 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 413.626-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.768-ს მიაღწია.