ვინ არიან და რას საქმიანობენ კახა კალაძის უფროსი დები – ანუკი არეშიძის მულების ფოტოები

თბილისის მერის კახა კალაძის დედმამიშვილებიდან საზოგადოებისთვის მხოლოდ ლევან კალაძეა ცნობილი, რომელიც 21 წლის იყო, როდესაც უნივერსიტეტისკენ მიმავალი გაიტაცეს და ოჯახმა მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაიგო დადასტურებულად, რომ გამტაცებლებმა ის მოკლეს.
Sputnik
აღმოჩნდა, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მამას კარლო კალაძეს, რომელიც სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო, პირველ მეუღლესთან ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი საზოგადოებაში არ ჩნდებიან და მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ერთ-ერთი ნახევარდა გახლავთ თამუნა კალაძე, რომელიც ძალიან ჰგავს უმცროს ძმას.
კარლო კალაძის პირველი ოჯახის შესახებ წლების წინ კახა კალაძის დედამ მედეა შენგელიამ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კარლო გოგონებს – თამუნას და ეკას ყველაფერში გვერდში ედგა.
„პატარები რომ იყვნენ, დარეკავდა კარლო, ბავშვები მომყავს სკოლიდანო. გემრიელ სადილს დავახვედრებდი. არ ყოფილა შემთხვევა, აქედან უსაჩუქროდ გამეშვა. ტექნიკუმი დაამთავრეს, შემდეგ – უმაღლესი სასწავლებელი. მერე რაღაც პრობლემები შეექმნათ, ვიღაც ბიჭები ავიწროებდნენ, დაურეკეს მამამისს და კარლომაც ჩააკითხა. ჩემი მულის ქმარიც თან გაჰყვა“, – იხსენებს კახა კალაძის დედა.
თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად იც­ნობს, რად­გან მე­უღ­ლეს­თან ერ­თად „ქართული ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. უფრო მე­ტიც, მისი სიძე პა­ა­ტა აბუ­ლა­ძე პარ­ტიის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ეკა კა­ლა­ძე პე­დი­ატ­რია, ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და, რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ახა­სი­ა­თე­ბენ, თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია, კე­თი­ლი და ძა­ლი­ან არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. ჰყავს ოჯა­ხი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს თავი შე­ი­კა­ვოს აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან.
გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახა კა­ლა­ძეს დებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. უმ­ცროს ძმას­თან უფრო ახ­ლოს არის თა­მუ­ნა კა­ლა­ძე, ეკა კი მშვიდ ცხოვ­რე­ბას არ­ჩევს.