ანტალია მზის გარეშე: ტყის ხანძრების კვამლმა ცა დაფარა – ფოტო

თურქეთის ქალაქი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ბოლო დღეებში საერთოდ აღარ ჰგავს კურორტს. რეგიონში ტურისტული ექსკურსიები შეჩერებულია მანამ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება.
Sputnik
თურქეთის სამხრეთში, ანტალიის მახლობლად ანომალიურმა სიცხეებმა ტყის ხანძრები გამოიწვია.
ოთხშაბათს გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება მანავგათის ტყის ხანძრის შესახებ. ხანძრის ქრობაში მონაწილეობს ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა.
ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე. ხუთშაბათს მანავგათაში ხანძარზე კონტროლის დამყარება მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავდა 122 ადამიანი.
1 / 8
მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
2 / 8
ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
3 / 8
ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
4 / 8
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
5 / 8
საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
6 / 8
ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
7 / 8
მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
8 / 8
თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა