ბათუმში ქუჩები წყალმა დაფარა, შენობების სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა, ზღვის სიახლოვეს მდებარე ქუჩები წყლის ნაკადმა დაფარა და ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.
ანალოგიური ვითარება იყო ზუგდიდშიც - ქალაქის ქუჩებში წყალი მდინარეებად მოედინებოდა.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში მოვარდნილმა მდინარეებმა გზები და ხიდები დაანგრია. დაზარალდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისათვის იქ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.