მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, ვერა ქობალია სოციალურ ქსელში კვლავ აქტუალური გახდა.
სააკაშვილის თქმით, ვერა ქობალია 300-მილიონიანი ქვეყნის ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი გახდა, რომელიც ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად მიავლინა ავსტრალიის მთავრობამ, ხოლო თავად ძალიან წარმატებული ბიზნესმენია კანადაში. მუშაობს ინოვაციების სფეროში და მისი კომპანიის აქციონერი გახდა „ტვიტერი“. ექს-პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ხელისუფლების დაბრუნების პირობებში ვერაც აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში.
ვერა ქობალია სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურია. ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს კანადაში და პირადი ხასიათის ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება.
მისი მეუღლე არქიტექტორი დავით კურცხალიაა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა ქობალიამ აღნიშნა, დავით კურცხალიას არასდროს უმუშავია სახელმწიფო სამსახურში, ის კერძო ბიზნესშია ჩართული და მათ ერთმანეთი გუდაურში, მეგობრების წრეში გაიცნეს.
2013 წლის მაისში წყვილს ანასტასია შეეძინა. გოგონა უკვე 8 წლისაა. როგორც პოლიტიკოსის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახი ხშირად მოგზაურობს ბავშვთან ერთად.