ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი ოფიციალურად ორჯერ იყო გათხოვილი. მიშა ბალუაშვილთან პირველი ქორწინებიდან მას შვილი დათუნა ჰყავს. შემდეგ თიკომ ტელეწამყვან სოსო თოლორაიაზე იქორწინა. თიკო და სოსო ერთად მუშაობდნენ „მაესტროში“, მათი სიყვარულიც სწორედ ამ ტელეკომპანიაში დაიწყო. თიკო და სოსო მალე დაშორდნენ. სოსო ამერიკაში წავიდა, თიკო კი რამდენიმე წლის მანძილზე გაუჩინარდა.
წლების წინ ყვითელ პრესაში აქტიურად წერდნენ თითქოს თიკოს დედობის უფლება ჩამოართვეს, რასაც თავად უარყოფდა. მისი მტკიცებით, ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდად მოფიქრებული ჭორი იყო და ამის შესახებ ღია წერილიც კი დაწერა. მიუხედავად ტელეწამყვანის მტკიცებისა, აღმოჩნდა, რომ შვილი დედასთან არ ცხოვრობდა.
„ჩემი შვილი დედაჩემთან ცხოვრობს, კვირაში ორი დღე მამამისთან, ჩემთანაც არის, განაწილებული გვყავს იმიტომ, რომ მე ვერ ვახერხებ ყოველდღიურად ისეთი დედობა გავუწიო, როგორიც საჭიროა. სანამ ძიძა მყავდა კიდევ ვახერხებდით ერთად ცხოვრებას“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანი.
ბოლო დროს თიკო სადუნიშვილის პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია. მას შემდეგ, რაც ერეკლე დეისაძესთან „იქორწინა“, მისი პირადი ცხოვრება ბურუსითაა მოცული.
ყოფილი ტელწამყვანი თიკო სადუნიშვილი „მარაოზე“ მისი გადაცემის დახურვის შემდეგ საჯაროდ აღარ ჩნდება, ის ამჟამად არც ერთ ტელეკომპანიაში აღარ მუშაობს და არც ინტერვიუებს აძლევს ჟურნალისტებს. ამის მიუხედავად, ინტერესი მის მიმართ საზოგადოებაში არ იკარგება. თიკო წლებია, მშვიდი ცხოვრებით, სკანდალების გარეშე ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს.