ნიუ-იორკის ელიტურ რესტორან Serendipity-ში მომზადებული მსოფლიოს უძვირესი კარტოფილი ფრი უკვე შევიდა გინესის რეკორდების წიგნში.
კერძი სამ ეტაპად მომზადდა: შეფ-მზარეულმა კარტოფილი ჯერ პრემიუმ-კლასის შამპანურსა და სპეციალურ ძმარში გათუთქა, შემდეგ კი ორჯერ შეწვა ის ბატის ცხიმში - სხვადასხვა ტემპერატურაზე, რათა იდეალურად დაებრაწა. ბოლოს ზემოდან ტრიუფელის ზეთი, მოასხხა, ყველი და საჭმელი ოქრო მოაყარა და სპეციალურ სოუსთან ერთად მიიტანა სუფრაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი რეკორდი არ არის ამ რესტორნისთვის. მანამდე იქ ყველაზე ძვირფასი ნაყინი (ფასი 1000 დოლარი) და ჰამბურგერი (295 დოლარი) მოამზადეს.