ოლიმპიადის ყველაზე უმცროსი და ასაკოვანი მონაწილეები - ფოტო

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სპორტს არ გააჩნია ასაკობრივი ზღვარი. სპორტსმენებს ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ წარმატების მიღწევა და საკუთარი ოსტატობის ჩვენება
Sputnik
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში უამრავი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ მასში ნებისმიერი ასაკის სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობა. თუმცა, ტოკიოს ოლიმპიადა დანარჩენებისაგან გამოირჩევა იმით, რომ ამ რაოდენობის ახალგაზრდა სპორტსმენს ერთად მასში მონაწილეობა არ მიუღია.
შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ სკეიტბორდინგი სულ ცოტა ხნის წინ გახდა სპორტის ოლიმპიური სახეობა, ხოლო ახალგაზრდა სპორტსმენების დიდი ნაწილი სწორედ ამ დისციპლინას წარმოადგენს.
ახალგაზრდა სპორტსმენები ასევე მრავლად არიან წარმოდგენილი ჩოგბურთში, ტანვარჯიშში, ცურვასა და წყალში ხტომაში.
ოლიმპიადის ერთ-ერთ ფენომენად იქცა 12 წლის სირიელი სპორტსმენი ჰენდ ზაზა, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადაზე უკვე ბევრი მიღწევა აქვს.
პირველ რიგში, ის პირველი სირიელია, რომელიც საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს მაგიდის ჩოგბურთში. გარდა ამისა, ის ტურნირზე კვალიფიკაციას 11 წლის ასაკში გადიოდა, როდესაც უკვე ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ის წელიწადში 2-3 ტურნირში ახერხებდა მონაწილეობას. ტოკიოში წასვლის უფლების მოსაპოვებელ ფინალურ მატჩში ჰენდ ზაზამ დაამარცხა მოწინააღდეგე, რომელიც მასზე თითქმის ოთხჯერ დიდია.
ასაკოვანი სპორტსმენები უფრო ნაკლებ დისციპლინაშ მონაწილეობენ: ცხენოსნობაში, ტყვიის სროლაში, აფროსნობასა და ტანვარჯიშში.
ამ ოლიმპიადის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 66 წლის ავსტრალიელი მერი ჰანა არის. ის ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე ასაკოვან სპორტსმენთა შორის მეორეა. მასზე უფრო მონაწილე 1972 წლის თამაშებში მონაწილეობდა - ცხენოსანი ცხენოსანი ლორნა ჯონსტონი ბრიტანეთიდან, რომელიც მაშინ 70 წლის იყო.
1 / 12
ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 12 წლის სირიელი ჰენდ ზაზა
2 / 12
12 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი კოკონა ჰირაკი
3 / 12
კანადელი მოცურავე სამერ მაკიტოში, რომელიც 14 წლისაა
4 / 12
ეს კი 16 წლის რუსი ტანმოვარჯიშე ვიკტორია ლისტუნოვა გახლავთ
5 / 12
46 წლის ტანმოვარჯიშე ოკსანა ჩუსოვიტინა. კარიერის განმავლობაში ის წარმოადგენდა სსრკ-ს, გერმანიას და უზბეკეთს. ოკსანა ტანვარჯიშის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღ რვა საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში, 1992 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ის ასევე შესულია გინესის რეკორდების წიგნში
6 / 12
ავსტრალიელი ცხენოსანი მერი ჰანა, რომელიც 66 წლისაა - ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია ოლიმპიადაზე
7 / 12
15 წლის იაპონელი სკეიტბორდისტი მისუგუ ოკამოტო
8 / 12
13 წლის ბრაზილიელი სკეიტბორდისტი რაისა ლეალი
9 / 12
ჩინელი სპორტსმენი ნი სიალიანი 58 წლისაა. ის ოლიმპიადაზე ლუქსემბურგის სახელით გამოდის
10 / 12
13 წლის ბრიტანელი სკეიტბორდისტი სკაი ბრაუნი
11 / 12
15 წლის ამერიკელი მოცურავე კეტი გრაიმსი
12 / 12
რუსი მოჯირითე ინესა მერკულოვა, რომელიც 56 წლისაა