ლაშა ბექაური – ძიუდო (–90)
21 წლის ბექაურისთვის ტოკიოს ოლიმპიადა პირველია მის კარიერაში. ახალგაზრდა ქართველი ძიუდოსიტისთვის ამჟამინდელი სეზონი კარგად წარიმართა. ბექაურმა დოჰას „მასტერსი“ ბრინჯაოთი დაიწყო, შემდეგ კი თელავისის „დიდი სლემის“ გამარჯვებული გახდა.
აპრილში ბექაურმა დაამტკიცა, რომ მიღწეული წარმატებების ღირსია – ევროპის ჩემპიონი გახდა ლისაბონში.
ბექაური ასევე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებებში და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.
ოლიმპიურ თამაშებში ბექაურის პირველი მეტოქე პოლონელი პიოტრ კუჩერა იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი – ჩოგბურთი
Николоз Басилашвили
© AFP 2024 / GLYN KIRK
საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 42-ე ნომერი) 1/16 ფინალში გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს (5) დაუპირისპირდება. მეტოქეები ერთმნანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა გერმანელის მხარესაა (3:1).