„ლამის ქმარი გამშორდა...“ – რა შეემთხვა რუსკა მაყაშვილს?

რუსკა მაყაშვილი ოჯახის დანგრევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ნახეთ რა შეემთხვა მსახიობს და რატომ შორდებოდა მეუღლე.
Sputnik
ცოტა ხნის წინ ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ხუმრობით მოჰყვა, რომ როდესაც სოციალურ ქსელ TikTok-ზე დარეგისტრირდა, იმდენად გაერთო ამით, რომ ლამის ქმარი დაშორდა. გადაცემა „იმედის დღეში“ მსახიობმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები და, განსაკუთრებით, „ინსტაგრამი“ ფინანსურად ძალიან დაეხმარა პანდემიის პერიოდში, რადგან მისი ძირითადი შემოსავალი ამჟამად „ინფლუენსერობაა“.
მსახიობი მორაგბე სანდრო ნიჟარაძისგან უკვე ორი შვილი ჰყავს. ყველასათვის საყვარელი მსახიობი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით გააცნო მეუღლე. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს სამი წელი ხვდებოდნენ.
რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის, გოგონას დედა მაისში გახდა. რუსკამ და სანდრომ შვილს კატო დაარქვეს. მსახიობის პირველი შვილი ილია ნიჟარაძე ოქტომბერში 3 წლის გახდა. ამჯერად რუსკამ სამშობიაროდან ჩვილთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ რეკორდული რაოდენობის მილოცვა მიიღო. სხვა სელებრითების მსგავსად ის 40 დღემდე გოგონას სახეს არ აჩენდა.