ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდება

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რიკ დემსის შეხვედრები პრემიერ–მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ასევე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერებთან
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია.
ევროპული კავშირის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები: ვინ რა მოისმინა მიშელთან შეხვედრაზე
ვიზიტის ფარგლებში სამშაბათს, 27 ივლისს დემსი შეხვდება საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, სხვა ოფიციალურ პირებს. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ქართული ოპოზიციის ლიდერებთან.
შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა, სავარაუდოდ, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იქნება.
რიკ დემსი (ბელგია, ALDE) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად 2020 წლის იანვარში აირჩიეს.