იონათამიშვილი: არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი არ ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მოახლოვებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და კახა კალაძის გამარჯვების შანსებზე საუბრობს.
Sputnik
„ქართულ ოცნებას“ ვერსად ვერ ეყოლება ოპოზიციის მხრიდან ისეთი კანდიდატი, რომელსაც წარმატების მიღწევისთვის მინიმალური შანსი მაინც ექნება. ჩვენი კანდიდატები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში უპირობო ლიდერები იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციას, მაგალითად თბილისში, ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა მელიას კონკურენტი მხოლოდ თაკო ჩარკვიანი თუ იქნება“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.