ოთო ფოლადაშვილმა მშვენიერი დედა პირველად გამოაჩინა - ნახეთ როგორ ჰგავს ქორეოგრაფი მას

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე დედას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს. „გმირი დედა ხარ“, -  წერს ოთო ფოლადაშვილი ოფიციალურ გვერდზე. როგორ გამოიყურება უამრავ ტელეპროექტში გამარჯვებულის დედა?
Sputnik
ქართულ ტელესივრცეში ოთო ფოლადაშვილი გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა. მის ცხოვრებაში წარმატება მოულოდნელად მოვიდა, როდესაც პირველად მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ქორეოგრაფი აღნიშნავს, რომ ძალიან იღბლიანია. თუმცა მისი წარმატება არა იღბალს, არამედ დიდ შრომას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გასართობ არხ „მარაოზე“ ოთარ ფოლადაშვილის გადაცემა „რეიტინგი“ დიდი წარმატებით გადიოდა.
ოთოს დედა ნინელიც მასწავლებელია. როგორც ჩანს, ვაჟი დედის პროფესიას გაჰყვა და ისიც პედაგოგობს. ოთარ ფოლადაშვილმა და მისმა შეუდარებელმა მეწყვილემ- ჯულიანამ, საკუთარი სკოლა დააარსეს. წყვილმა საცეკვაო სტუდიას „Oto&juliana project” რამდენიმე წლის წინ გახსნა.
აღსანიშნავია, რომ ოთომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ვარსკვლავ მეწყვილესთან ერთად პროექტი ორჯერ მოიგო. მოგვიანებით ის რეიტინგულ რეალითი-შოუ „ყველაზე ძლიერში“ მონაწილეობდა, რომელშიც ფურორით გაიმარჯვა.