ოლიმპიურ ტოკიოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება: დაფიქსირდა ახალი რეკორდი

ივლისის დასაწყისიდან თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებული COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე 155-ს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღე-ღამური რეკორდი დაფიქსირდა ტოკიოში, სადაც გასულ კვირაში ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ერთ დღე-ღამეში ვირუსი გამოუვლინდა 2.848 ადამიანს, ოფიციალურ მონაცემებს დედაქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვინ იასპარეზებს საქართველოდან ტოკიოს ოლიმპიადაზე 28 ივლისს
წინა რეკორდი - 2.520 ადამიანი ერთ დღე-ღამეში - 7 იანვარს დაფიქსირდა.
ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა, ნათქვამია საორგანიზაციო კომიტეტის ვებგვერდზე.
როგორც აღინიშნა, ინფიცირებულთა შორის სამი სპორტსმენია, დანარჩენები თამაშებისთვის დაქირავებული პერსონალია. ივლისის დასაწყისიდან თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებული COVID-19-ის შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე 155-ს შეადგენს.
იაპონური მედიის მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის ოფისში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ჩატარდა მინისტრთა სხდომა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოლიმპიური შეჯიბრებების გაუქმება გამორიცხულია, რადგან ადამიანთა ნაკადი უკვე მცირდება.