„მინდა აქ იყო“ - ნახევრად შიშველი ნუკი კოშკელიშვილი სექსუალურ ვიდეოს ქმარს უძღვნის

ნუკი კოშკელიშვილმა ბიკინიში გადაღებული ვიდეოს გამოაქვეყნა. ის რამდენიმე თვეა არასასურველ კილოგრამებს ებრძვის. როგორ გამოიყურება მსახიობი?
Sputnik
ნუკი კოშკელიშვილი და მისი ქმარ-შვილი ამერიკას დაუბრუნდნენ. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ბენჯი ხაიმი საქართველოში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად შტატებში გაფრინდა. წყვილის დაშორებაზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა, თუმცა ატეხილი სკანდალი მალე ჩაწყნარდა. ბენის პროფესიამ ოჯახს ერთი წლით დააშორა. ის პანდემიის დაწყებისთანავე ფრონტის პირველ ხაზზე იბრძოდა და კოვიდდადებით პაციენტებს მკურნალობდა.
კომედიური ჟანრის მსახიობი ვაჟთან ერთად ამჟამად საქართველოში ისვენებს. მან ქმარი ამერიკაში დატოვა, ახლა მეუღლის მის გვერდში ყოფნას ნატრობს. პოპულარულმა „ინფლუენსერმა“ წონაში საგრძნობლად დაიკლო და ახლა თავს კომფორტულად გრძნობს. უსექსუალურესი ვიდეო მან საკუთარ „ტიკ-ტოკზე“, მოგვიანებით კი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. პიკანტურ კადრებზე ნუკიმ მეუღლე მონიშნა.
ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა.
„ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვაწყდები წყვილებს, აი „ტიკ-ტოკზე“ ან „ინსტაგრამზე“, რომ უყურებ და ფიქრობ, „ღმერთო, რა ბედნიერები არიან, აუ მეც მინდა ასეთი ურთიერთობა ჩემ ქმართან/ ცოლთან”, ან „აუუუ რა მხიარული ოჯახია, ჩვენ რა გვჭირს?!” და უეცრად, რატომღაც ზუსტად მაშინ როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები, ეს წყვილი შორდება...“, - ასე გამოეხმაურა ნუკი ახალ ტენდენციას. მისივე განცხადებით, სოციალურ ქსელში ადამიანები ბედნიერების ილუზიას ქმნიან, რაც იმედგაცრუების ნაწილია.