ვადაგასული პროდუქცია და შეუსაბამო პირობები: მესტიაში კვებისა და სავაჭრო ობიექტები შემოწმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.
Sputnik
 
თბილისი, 27 ივლისი  — Sputnik. მესტიაში სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ საზკვებისა და სავაჭრო ობიექტებში სამართალდარღვევები გამოავლინა. 
რას ვჭამთ: საქართველომ გაყინული ქათმის ხორცი თურქეთში გააბრუნა
სააგენტოს პრეს–სამსახურის ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს –  28 ობიექტზე სამართალდარღვევა გამოვლინდა.
 სამ ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო შვიდ ობიექტში ვადაგასული სურსათი (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) აღმოჩნდა.
იმ ობიექტების მფლობელები, სადაც ვადაგასული პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა, დაჯარიმდნენ, თავად პროდუქცია კი დაილუქა და განადგურდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მომხმარებელს მოუწოდებენ, სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნონ  კონკრეტული პროდუქტის ვარგისიანობის ვადას.