კვერცხისხელა სეტყვა იტალიაში: თვითმხილველები კადრებს ავრცელებენ

იტალიის ჩრდილოეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა, რომელმაც ერთ-ერთ ტარასაზე მდგომი ასობით ავტომობილი დააზიანა. 
Sputnik
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სეტყვის მარცვლების დიამეტრი ზოგან 10 სმ-ს აღწევდა.
თვითმხილველები ამის დამადასტურებელ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ.
​მანამდე, 22-23 ივლისს, რეგიონს უძლიერესი შტორმი დაატყდა თავს, რომელმაც ხეები წააქცია და არაერთ სახლს გადახადა სახურავი.