როგორ ცხოვრობენ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე კორეაში - უახლესი ფოტოები

ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნახეთ როგორ ცხოვრობენ ბერა და ნანუკა კორეაში
Sputnik
მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, აპრილში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში უკვე ოთხ თვეზე მეტია იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.
თავდააპირველად ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე.
თუმცა ნანუკას და ოჯახთან ერთად უკვე დაბრუნდა საქართველოში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ძმასთან ერთად კორეაში უმცროსი ივანიშვილიც იმყოფება.
რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან რამდენიმე კვირის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.
„მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა „იმედის ფაქტორში”.