ძლიერი აფეთქება გერმანიაში: ქიმიური საწარმო კვამლშია გახვეული - ვიდეო

ქარხნის თავზე სქელი კვამლი დგას. ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობას კარ-ფანჯრების მჭიდროდ ჩარაზვისკენ მოუწოდა
Sputnik
გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში მდებარე ნაგავგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამ დროისათვის აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შენობებში შეაფარონ თავი, ხოლო კარები და ფანჯრები მჭიდროდ ჩარაზონ.