თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი დააზიანა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საავტომობილო გზა დაზიანდა 98-ე კილომეტრზე (სოფელ საყდართან).
ადიდებულმა მდინარემ ასევე დააზიანა ხიდი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.